1. საქალაქო ღონისძიებათა ერთთვიან, კვარტალურ და წლიურ გეგმებს შესაბამის სამსახურებთან ერთად შეიმუშავებს აპარატი.
2. საქალაქო ღონისძიებათა გეგმის მომზადების წესი, ეტაპები, ვადები და მათი შესრულებისათვის პასუხისმგებელი პირები განისაზღვრება ამ დებულებით, მერის განკარგულების საფუძველზე.
3. საქალაქო ღონისძიებათა კალენდარული გეგმების შესამუშავებლად დასაგეგმარებელი პერიოდის დაწყებამდე არა უგვიანეს 10 დღისა ქალაქის ადგილობრივი სამსახურები აპარატს წარუდგენენ საკუთარ სამუშაო გეგმებს.
4. აპარატი განაზოგადებს წარმოდგენილ სამუშაო გეგმებს, ამზადებს საქალაქო ღონისძიებათა გეგმის პროექტს, განმარტებით ბარათს, ათანხმებს პროექტს მერთან და შეაქვს მასში სათანადო ცვლილებები და დამატებები