1. მერიის სხდომაზე საკითხები, როგორც წესი, განიხილება წინასწარ დამტკიცებული ნუსხის მიხედვით საქალაქო ღონისძიებათა გეგმების შესაბამისად.
2. მერიის წევრები, მერიის აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფები და ქალაქის ადგილობრივი სამსახურები თავიანთ წინადადებებს მერიის სხდომაზე განსახილველი საკითხების შესახებ წარუდგენენ აპარატის ხელმძღვანელს მომდევნო კვარტალის დაწყებამდე ორი კვირით ადრე და მიუთითებენ განხილვის ვადას.
3. აპარატი შემოსულ წინადადებათა საფუძველზე ადგენს მერიის სხდომებზე განსახილველ საკითხთა წლიური და კვარტალური ნუსხის პროექტებს, აზუსტებს საკითხის განხილვის ვადებს და წარუდგენს მერს.
4. მერიის სხდომაზე განსახილველ საკითხთა ნუსხის პროექტს ამტკიცებს მერია მერის წარდგინებით.
5. აპარატი აკონტროლებს მერიის სხდომებზე განსახილველ საკითხთა ნუსხის შესრულების მდგომარეობას და ყოველი თვის ბოლოს წარუდგენს მერს შესაბამის ინფორმაციას