1. განმცხადებელს შეუძლია მოითხოვოს ამ წესის შესაბამისად წარდგენილი გარკვეული ინფორმაციის კონფიდენციალურობა, თუ ამ ინფორმაციის გამჟღავნებამ შესაძლებელია ზიანი მიაყენოს მის კონკურენტუნარიანობას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, განმცხადებელმა უნდა მიუთითოს ინფორმაციის რა ნაწილია მათ მიერ მიჩნეული კონფიდენციალურად და უნდა წარადგინოს ყველა აუცილებელი დეტალი კონფიდენციალურობის მოთხოვნის დასაბუთებისათვის. ამ შემთხვევაში დასაბუთება უნდა იყოს გადამოწმებადი.
3. მოთხოვნის საფუძველზე, განმცხადებელს შეუძლია გამოითხოვოს თავისი განაცხადი სამი კვირის განმავლობაში. ამ ვადაში დაცული უნდა იქნეს წარდგენილი ინფორმაციის კონფიდენციალურობა.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, თუ განმცხადებელი არ გამოითხოვს განაცხადს, შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, სააგენტომ უნდა გადაწყვიტოს, ინფორმაციის რა ნაწილი უნდა დარჩეს კონფიდენციალური და გადაწყვეტილების მიღების თაობაზე აცნობოს განმცხადებელს. ამასთანავე, კონფიდენციალურობა არ ვრცელდება შემდეგი სახის ინფორმაციაზე:
ა) განმცხადებლის დასახელება და მისამართი;
ბ) ახალი სურსათის დასახელება, აღწერილობა, ინგრედიენტები;
გ) ახალი სურსათის გამოყენების შემოთავაზებული პირობები;
დ) განმცხადებლის მიერ წარდგენილი კვლევების რეზიუმე;
ე) სურსათის უვნებლობის დადასტურებისათვის ჩატარებული გამოკვლევების შედეგები;
ვ) საჭიროების შემთხვევაში, ანალიზის (გამოკვლევის) მეთოდ(ებ)ი;
ზ) სხვა ქვეყნის მიერ სურსათის მიმართ ნებისმიერი აკრძალვა ან შეზღუდვა.
5. სააგენტოს მიერ მიღებული უნდა იქნას აუცილებელი ზომები, ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის კონფიდენციალურობის უზრუნველსაყოფად, რომელიც მიღებულია მათ მიერ ამ წესების მოთხოვნების გათვალისწინებით, გარდა იმ ინფორმაციისა, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომი უნდა იყოს ადამიანის ჯანმრთელობის დაცვისათვის.
6. თუ განმცხადებელი გამოითხოვს ან მის მიერ უკვე გამოთხოვილია განაცხადი, სააგენტომ, კონფიდენციალური ინფორმაცია, მათ შორის ის ინფორმაცია, რომლის კონფიდენციალურობა არის სადავო სააგენტოსა და განმცხადებელს შორის, არ უნდა გახადოს ხელმისაწვდომ