1. თუ ახალი („ნოველ“) სურსათი ავტორიზებულია და შეტანილია ნუსხაში ამ წესის მე-8-10-ე მუხლებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, საკუთრების უფლებით დაცული სამეცნიერო მტკიცებულებებისა და სამეცნიერო მონაცემების საფუძველზე, რომლებიც დაცულია ამ წესის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, ნუსხაში, გარდა ამ წესის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ახალი („ნოველ“) სურსათის შესახებ მონაცემებისა, მოცემული უნდა იქნას შემდეგი სახის ინფორმაცია:
ა) ახალი („ნოველ“) სურსათის ნუსხაში შეტანის თარიღი;
ბ) ფაქტი, რომ ნუსხაში შეტანა ეფუძნება საკუთრების უფლებით დაცულ სამეცნიერო მტკიცებულებებსა და მონაცემებს, რომელიც დაცულია ამ წესის 24-ე მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად;
გ) განმცხადებლის დასახელებასა და მისამართთან დაკავშირებით;
დ) ფაქტი, რომ მონაცემთა დაცვის პერიოდის განმავლობაში ახალი („ნოველ“) სურსათის ბაზარზე განთავსება დაშვებულია მხოლოდ ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული განმცხადებლის მიერ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ახალი განმცხადებელი არ მიიღებს ავტორიზაციას ახალი („ნოველ“) სურსათის ბაზარზე განთავსებისათვის ამ წესის 24-ე მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, საკუთრების უფლებით დაცული სამეცნიერო მტკიცებულებებზე და მონაცემებზე მითითების გარეშე ან თავდაპირველი განმცხადებლის თანხმობით.
2. მონაცემთა დაცვის ვადა განსაზღვრულია ამ წესის 24-ე მუხლით.
3. განახლებული დაცვით არ იქნება უზრუნველყოფილი საკუთრების უფლებით დაცული ის სამეცნიერო მტკიცებულები და მონაცემები, რომელთა დაცვა ხდება ამ წესის 24-ე მუხლის შესაბამისად, ან რომელთა დაცვის ვადა ამოიწურა 24-ე მუხლის შესაბამისა