ბიზნესოპერატორი, რომელიც ახალ („ნოველ“) სურსათს განათავსებს ბაზარზე, ვალდებულია ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ამ სურსათთან დაკავშირებით მისთვის გახდა ცნობილი, მიაწოდოს სააგენტოს, თუ ეს ინფორმაცია დაკავშირებულია:
ა) ნებისმიერ სამეცნიერო ან ტექნიკურ სიახლეებთან, რომელმაც შესაძლებელია გავლენა იქონიოს ახალი („ნოველ“) სურსათის გამოყენების შემთხვევაში სურსათის უვნებლობის შეფასებაზე;
ბ) ნებისმიერ აკრძალვაზე ან შეზღუდვაზე, რომელიც დაწესებულია იმ სხვა ქვეყნის მიერ, რომლის ბაზარზეც ახალი („ნოველ“) სურსათია განთავსებულ