1. თუ სააგენტო განმცხადებლისგან მოითხოვს დამატებით ინფორმაციას რისკის მართვასთან დაკავშირებით, მან, განმცხადებელთან ერთად, უნდა განსაზღვროს ვადა, რომლის განმავლობაშიც წარდგენილი უნდა იქნას ეს ინფორმაცია. ამ შემთხვევაში ამ წესის მე-10 მუხლით და მე-16 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადა შეიძლება გაგრძელდეს.
2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დამატებითი ინფორმაცია არ იქნა მიღებული დამატებითი ვადის განმავლობაში, სააგენტომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს არსებული ინფორმაციის საფუძველზ