სააგენტო, დასკვნის გამოქვეყნებიდან, შვიდი  თვის ვადაში,  იღებს გადაწყვეტილებას, რომლითაც დასაშვები ხდება ახალი  („ნოველ“) სურსათის ბაზარზე განთავსება და ნუსხის  განახლება. ამ დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს:

ა)  რომ ახალი  („ნოველ“) სურსათი აკმაყოფილებს  მე-6 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და, საჭიროების შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“-ქვეპუნქტით   განსაზღვრულ მოთხოვნებს;

ბ) რომ ახალი  („ნოველ“) სურსათი აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს, მათ შორის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის მე-3 მუხლის „ბ“  ქვეპუნქტით განსაზღვრულ „პრევენციის  პრინციპს“;

გ) სააგენტოს დასკვნა;

დ) განსახილველ განაცხადთან დაკავშირებული ნებისმიერი, სხვა,  კანონმდებლობით დასაბუთებული (ლეგიტიმური) ყველა ფაქტორ