1. სააგენტოს მიერ ახალი („ნოველ“) სურსათის ნუსხის განახლება და მასში ცვლილების შეტანა ხორციელდება ამ წესის მე-8-მე-10 მუხლების და, საჭიროების შემთხვევაში 25-ე მუხლით ან მე-12-მე-17-ე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული „ახალი („ნოველ“) სურსათის ნუსხის“ განახლება და ცვლილება მოიცავს ერთ-ერთ ქმედებას:
ა) ნუსხაში ახალი სურსათის დამატებას;
ბ) ნუსხიდან ახალი სურსათის ამოღებას;
გ) სურსათის სპეციფიკაცების დამატებას, ამოღებას ან ცვლილებას, გამოყენების პირობებს, ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ დამატებით განსაკუთრებულ მოთხოვნებს ან მოთხოვნებს სურსათის ბაზარზე განთავსების შემდგომი მონიტორინგისათვის, რომელიც დაკავშირებულია ახალი („ნოველ“) სურსათის ნუსხაში დამატებასთან.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ახალი („ნოველ“) სურსათის ნუსხაში შეტანისათვის მონაცემები უნდა მოიცავდეს ახალი („ნოველ“) სურსათის სპეციფიკაციებს და საჭიროების შემთხვევაში შემდეგ მონაცემებს:
ა) ახალი („ნოველ“) სურსათის გამოყენების პირობები, მათ შორის ნებისმიერი მოთხოვნა, რომელიც აუცილებელია მოსახლეობის კონკრეტული ჯუფებზე მოსალოდნელი უარყოფითი ზემოქმედების, ასევე ახალი („ნოველ“) სურსათის მაქსიმალური გამოყენებისა და გადაჭარბებული მოხმარების დროს რისკების თავიდან აცილებისათვის;
ბ) საბოლოო მომხმარებლის ინფორმირებულობის მიზნით ეტიკეტირებასთან დაკავშირებული დამატებითი სპეციალური მოთხოვნები ნებისმიერ კონკრეტულ მახასიათებელთან ან სურსათის იმ თვისებებთან დაკავშირებით, როგორიცაა შემადგენლობა, კვებითი ღირებულება ან კვებითი ეფექტი და სურსათის მიზნობრივი გამოყენება, რომლის გამოც ახალი („ნოველ“) სურსათი არსებული სურსათის ექვივალენტური ან მოსახლეობის კონკრეტული ჯგუფების ჯანმრთელობისათვის საჭირო შედეგის მქონე აღარ არის;
გ) მოთხოვნები ახალი („ნოველ“) სურსათის ბაზარზე განთავსების შემდგომი მონიტორინგისათვის, ამ წესის 22-ე მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისა