1. ეს წესი მიზანად ისახავს ადამიანის  სიცოცხლის და ჯანმრთელობის, მომხმარებელთა ინტერესების დაცვას  და შიდა ბაზრის ეფექტიან ფუნქციონირებას ახალ („ნოველ“) სურსათთან მიმართებაში.

2. ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნები  ვრცელდება ახალი („ნოველ“) სურსათის ბაზარზე განთავსებაზე.

3. ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნები არ ვრცელდება:

ა) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ გენეტიკურად მოდიფიცირებული სურსათზე;

ბ)  სურსათზე, როდესაც იგი გამოიყენება როგორც:

ბ.ა) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საკვები (სასურსათო) ფერმენტ(ებ)ი;

ბ.ბ)  საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საკვებდანამატები;

ბ.გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სურსათის არომატიზატორები;

ბ.დ) ექტრაქციული გამხსნელები, რომელებიც გამოიყენება ან განსაზღვრულია სურსათის ან   სურსათის ინგრედიენტების წარმოებაში გამოსაყენებლა