დასაშვებია, ბიზნესოპერატორმა, რომელიც აპირებს ბაზარზე განათავსოს სხვა ქვეყნის ტრადიციული  სურსათი,  ნაცვლად ამ წესის მე-8 მუხლით განსაზღვრული პროცედურებისა, სააგენტოს წარუდგინოს შეტყობინება, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის  ინფორმაციას:

ა) განმცხადებლის დასახელება და მისამართი;

ბ) ტრადიციული სურსათის დასახელება  და აღწერილობა;

გ) ტრადიციული სურსათის შემადგენლობის, ინგრედიენტების დეტალური, ზუსტი აღწერა;

დ) ტრადიციული სურსათის წარმოშობის ქვეყანა ან ქვეყნები;

ე) წარმოშობის ქვეყანაში ან ქვეყნებში სურსათის უვნებელი გამოყენების ისტორიის დამადასტურებელი დოკუმენტები;

ვ)  სურსათის მიზნობრივი (დანიშნულებისამებრ) გამოყენების პირობებთან დაკავშირებით და ეტიკეტირებასთან დაკავშირებული კონკრეტული მოთხოვნები, რომლებიც შეცდომაში არ შეიყვანს მომხმარებელს ან  გადამოწმებას დაქვემდებარებული მტკიცებულება, თუ რატომ არ არის აუცილებელი ეს ელემენტებ