1. სააგენტოს მიერ ახალი („ნოველ“) სურსათის შეფასება და სათანადო დასკვნა მიღებული უნდა იქნეს განაცხადის მიღებიდან ცხრა (9) თვის ვადაში.
2. ახალი („ნოველ“) სურსათის შეფასებისას, სააგენტოს მიერ, საჭიროების შემთხვევაში, გათვალისწინებული უნდა იქნას:
ა) არის თუ არა ახალი („ნოველ“) სურსათი ისეთივე უვნებელი, როგორც ბაზარზე უკვე განთავსებული სურსათის ის კატეგორია, რომელთანაც ხდება შედარება;
ბ) ახალი („ნოველ“) სურსათის შემადგენლობა, ინგრედიენტები და მისი გამოყენების პირობები არ წარმოქმნის ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რისკს;
გ) ახალი („ნოველ“) სურსათი, რომელიც განკუთვნილია სურსათის სხვა კატეგორიის ჩანაცვლებისათვის, არ განსხვავდება ამ სურსათისაგან იმდენად, რომ მისი ნორმალური (ჩვეულებისამებრ) გამოყენება, კვებითი თვალსაზრისით, არახელსაყრელი იქნება მომხმარებლისათვის.
3. სააგენტო ვალდებულია მის მიერ მიღებული დასკვნის შესახებ აცნობოს განმცხადებელს.
4. სათანადოდ დასაბუთებულ შემთხვევაში, სააგენტომ შესაძლებელია განმცხდებელს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია და შესაბამისად, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ცხრა თვიანი ვადა შეიძლება გაგრძელებული იქნას.
5. სააგენტო, განმცხადებელთან კონსულტაციების საფუძველზე, განსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც წარდგენილი უნდა იქნას დამატებითი ინფორმაცია.
6. თუ განმცხადებლის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული დამატებითი ინფორმაცია არ იქნება წარდგენილი დამატებითი ვადის განმავლობაში, სააგენტომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს არსებული ინფორმაციის საფუძველზე.
7. თუ განმცხადებელის მიერ დამატებითი ინფორმაციის წარდგენა სააგენტოში ხდება საკუთარი ინიციატივით, განაცხადის განხილვა და შეფასება უნდა დასრულდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ცხრა თვიან ვადაში.
8. სააგენტო ვალდებულია ამ მუხლის მე-4 – მე-7 პუნქტით განსაზღვრული დამატებითი ინფორმაცია გახადოს საჯაროდ ხელმისაწვდომ