1. ამ წესის მე-7 მუხლით განსაზღვრული ახალი („ნოველ“) სურსათის ბაზარზე განთავსებისთვის ავტორიზაციის და ნუსხის განახლების პროცედურების ინიცირება ხდება სააგენტოს მიერ, ან განმცხადებლის მიერ, სააგენტოში განაცხადის წარდგენის შემდეგ.
2. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს და საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოს ავტორიზაციასთან დაკავშირებული ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ , „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაციის მოკლე აღწერილობა.
3. ავტორიზაციისათვის განაცხადი უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:
ა) განმცხადებლის დასახელება და მისამართი;
ბ) ახალი („ნოველ“) სურსათის დასახელება და აღწერა (ინგრედიენტები);
გ) საწარმოო პროცეს(ებ)ის აღწერა;
დ) ახალი („ნოველ“) სურსათის დეტალური შემადგენლობა
ე) სამეცნიერო მონაცემები, რითაც დადასტურებულია, რომ ახალი სურსათის მოხმარება არ წარმოქმნის ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რისკებს;
ვ) საჭიროების შემთხვევაში, ანალიზის(გამოკვლევის) მეთოდ(ებ)ი;
ზ) წინადადება სურსათის სავარაუდო გამოყენების პირობებთან დაკავშირებით და ეტიკეტირებასთან დაკავშირებული კონკრეტული მოთხოვნები, რომლებიც შეცდომაში არ შეიყვანს მომხმარებელს ან გადამოწმებას დაქვემდებარებული მტკიცებულება, თუ ეს ელემენტები რატომ არ არის აუცილებელი.
4. ავტორიზაციის განახლების შემთხვევაში, სააგენტოს უნდა ჰქონდეს შესაბამისი დასკვნა, მოახდენს თუ არა ავტორიზაციის განახლება გავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე.
5. თუ ანალიზის (გამოკვლევის) მეთოდ(ებ)ი გამოყენებულია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ და „ა.ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ნანომასალებისათვის, განმცხადებელმა უნდა წარადგინოს ამ მეთოდების ნანომასალების კვლევისათვის გამოყენების მეცნიერული შესაბამისობა და, საჭიროების შემთხვევაში, ტექნიკური ცვლილებები ან შესწორებები, რომელიც განხორციელდა იმისათვის, რომ ანალიზის(გამოკვლევის) მეთოდ(ებ)ი შესაბამისობაში იყოს ამ ნანომასალების სპეციფიკური მახასიათებლების გამოკვლევისათვის.
6. ამ წესის მე-7 მუხლით განსაზღვრული ახალი („ნოველ“) სურსათის ბაზარზე განთავსების ავტორიზაციისა და ნუსხის განახლების პროცედურების დასრულების შემდეგ მიღებული უნდა იქნეს ამ წესის მე-10 მუხლის თანახმად დადგენილი გადაწყვეტილება.
7. სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება და შეწყვიტოს ნუსხის განახლების პროცედურა ნებისმიერ ეტაპზე, თუ ჩათვლის, რომ ეს განახლება არ არის საფუძვლიანი. ამ შემთხვევაში, საჭიროების შესაბამისად, გათვალისწინებული უნდა იქნეს განახლებასთან დაკავშირებული კანონმდებლობით დასაბუთებული (ლეგიტიმური) ყველა ფაქტორი.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, სააგენტომ ინფორმაცია უნდა მიაწოდოს განმცხადებელს ნუსხის განახლებაზე უარის შესახებ, გადაწყვეტილების მიზეზების მითითებით. სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა იქნეს საჯაროდ ხელმისაწვდომი.
9. განმცხადებელს შეუძლია ნებისმიერ დროს გამოითხოვოს განაცხადი და შეწყვიტოს ავტორიზაციის და/ან ნუსხის განახლების პროცედურ