1. ამ წესის მე-12 მუხლით განსაზღვრული შეტყობინების მიღებიდან ოთხი თვის ვადაში, სააგენტოს შეუძლია სათანადოდ დასაბუთებული უარი უთხრას ბიზნესოპერატორს ტრადიციული სურსათის ბაზარზე განთავსებასთან დაკავშირებით, არ დაუშვას მისი ბაზარზე განთავსება და ნუსხის განახლება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების შესახებ სააგენტომ დასაბუთებული ინფორმაცია უნდა მიაწოდოს განმცხადებელს.
3. სხვა ქვეყნიდან ტრადიციული სურსათი ბაზარზე შეიძლება იქნას განთავსებული, თუ სააგენტოს მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სათანადოდ დასაბუთებული უარი არ იქნება წარდეგნილი. შესაბამისად უნდა განახლდეს ნუსხაც, რომელშიც მითითებული უნდა იქნეს, რომ აღნიშნული ეხება ტრადიციულ სურსათს სხვა ქვეყნიდან.
4. საჭიროების შემთხვევაში, მითითებული უნდა იქნას გამოყენების განსაკუთრებული პირობები, განსაკუთრებული მოთხოვნები ეტიკეტირებისადმი ან ბაზარზე განთავსების შემდომი მონიტორინგის მოთხოვნები.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შეტყობინებასთან დაკავშირებული დასაბუთებული უარის შემთხვევაში, სააგენტო არ დაუშვებს შესაბამისი ტრადიციული სურსათის ბაზარზე განთავსებას ან ნუსხის განახლებას. ამ შემთხვევაში განმცხადებელს შეუძლია სააგენტოს წარუდგინოს განაცხადი ამ წესის მე-14-ე მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისა