1. სააგენტომ უნდა შექმნას და პერიოდულად განაახლოს ავტორიზებული ახალი („ნოველ“) სურსათის ნუსხა, რომელიც დასაშვებია ბაზარზე განთავსებისათვის ამ წესის მე-6-მე-9-ე მუხლებით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით.
2. მხოლოდ ის ახალი („ნოველ“) სურსათი, რომელიც ავტორიზებულია და სააგენტოს მიერ შეტანილია ახალი („ნოველ“) სურსათის ნუსხაში, შეიძლება განთავსებული იქნას ბაზარზე უშუალოდ სურსათად გამოყენებისათვის ან გამოყენებულ იქნას სურსათ(ში)ზე დადგენილი გამოყენების პირობების და ეტიკეტირებასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესაბამისა