სააგენტო სურსათის შეტანას „ახალი („ნოველ“)  სურსათის ნუსხაში“ ახორციელებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სურსათი  აკმაყოფილებს  შემდეგ პირობებს:

ა) სურსათი, ხელმისაწვდომი სამეცნიერო მტკიცებულებების (მონაცემების) საფუძველზე, არ წარმოქმნის  ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სურსათის მიერ რისკს;

ბ) სურსათის მიზნობრივ (დანიშნულებისამებრ) გამოყენებას შეცდომაში არ შეჰყავს მომხმარებელი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სურსათი განკუთვნილია   სხვა სურსათის ჩანაცვლებისათვის  და  არსებობს მნიშვნელოვანი ცვლილება   სურსათის კვებით ღირებულებასთან დაკავშირებით;

გ) სურსათი განკუთვნილია სხვა სურსათის ჩანაცვლებისათვის და იგი  არ განსხვავდება ასეთი სურსათისაგან იმდენად, რომ მისი ჩვეულებრივი გამოყენება, კვებითი თვალსაზრისით,  არახელსაყრელი  იყოს მომხმარებლისათვი