1. ბიზნესოპერატორმა უნდა გადაამოწმოს, რომ სურსათი, რომლის ბაზარზე განთავსებასაც იგი აპირებს, განეკუთვნება თუ არა ამ წესის მოქმედების სფეროს.
2. თუ ბიზნესოპერატორი არ არის დარწმუნებული, განეკუთვნება თუ არა სურსათი, რომლის ბაზარზე განთავსებასაც აპირებს, წინამდებარე რეგულაციის მოქმედების სფეროს, მან, აღნიშნულის დასადგენად, კონსულტაცია უნდა გაიაროს სააგენტოსთან და შესაბამისად, უნდა მიაწოდოს აუცილებელი, საჭირო ინფორმაცია.
3. სააგენტომ უნდა განსაზღვროს კონსულტაციის პროცესის განხორციელების შესაბამისი პროცედურები, მათ შორის, ვადები და საშუალებები, რომელიც უნდა იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი.
4. სააგენტო, დადგენილი პროცედურების საფუძველზე, უფლებამოსილია განსაზღვროს, განეკუთვნება თუ არა სურსათი ამ წესის მოქმედების სფეროს, რისთვისაც მას შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სამსახურს/ორგანო