1. განმცხადებლის მოთხოვნის შემთხვევაში, თუ ეს დადასტურებულია შესაბამისი და გადამოწმებადი ინფორმაციით, რომელიც განსაზღვრულია ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების თანახმად, ახლად შემუშავებული სამეცნიერო მტკიცებულებები ან სამეცნიერო მონაცემები, რომლებიც ადასტურებს განაცხადს, არ უნდა იქნას გამოყენებული განაცხადის შემდგომი გამოყენებისათვის ახალი („ნოველ“) სურსათის დაშვებიდან 5 წლის განმავლობაში, თავდაპირველი განმცხადებლის თანხმობის გარეშე.
2. მონაცემების დაცვა ხორციელდება სააგენტოს მიერ ამ წესის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, შემდეგი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში:
ა) ახლად შემუშავებული სამეცნიერო მტკიცებულებები ან სამეცნიერო მონაცემები, თავდაპირველი განმცხადებლის მიერ, განსაზღვრული იქნა, როგორც საკუთრების უფლებით დაცული;
ბ) თავდაპირველ განმცხადებელს ჰქონდა ექსკლუზიური უფლება, განაცხადის შეტანის დროს, მითითება გაეკეთებინა საკუთრების უფლებით დაცულ სამეცნიერო მტკიცებულებებზე ან სამეცნიერო მონაცემებზე;
გ) ახალი („ნოველ“) სურსათი ვერ იქნებოდა შეფასებული სააგენტოს მიერ, საკუთრების უფლებით დაცულ სამეცნიერო მტკიცებულებებისა ან სამეცნიერო მონაცემების წარდგენის გარეშე;
3. დასაშვებია თავდაპირველმა განმცხადებელმა თანხმობა მისცეს შემდეგ(მომდევნო) განმცხადებელს ასეთი სამეცნიერო მტკიცებულებების ან სამეცნიერო მონაცემების გამოყენებაზე.
4. ამ მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები არ ვრცელდება სხვა ქვეყნიდან ტრადიციული სურსათის ბაზარზე განთავსებასთან დაკავშირებულ შეტყობინებასა და განაცხადზ