1. სააგენტომ, განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე, უნდა შეაჩეროს ახალი („ნოველ“) სურსათის ავტორიზაციის პროცედურა, რომელშიც განმცხადებლის მიერ წარდგენილი იქნა მოთხოვნა:
ა) ამ წესის 24-ე მუხლით განსაზღვრული მონაცემთა დაცვაზე;
ბ) იმავე ახალ („ნოველ“) სურსათზე, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ განაცხადთან დაკავშირებით მონაცემთა დაცვის შესახებ, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.
2. პირველი პუნქტით განსაზღვრული ავტორიზაციის პროცედურის შეჩერებამ ხელი არ უნდა შეუშალოს სააგენტოს მიერ ახალი („ნოველ“) სურსათის შეფასებას ამ წესის მე-9 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.
3. სააგენტომ უნდა აცნობოს განმცხადებელს შეჩერების პროცედურის ძალაში შესვლის თარიღის შესახებ.
4. ავტორიზაციის პროცედურის შეჩერების პერიოდში შეჩერებული იქნება, ასევე მე-10 მუხლით განსაზღვრული პერიოდი.
5. ავტორიზაციის პროცედურა განახლდება, როდესაც განმცხადებელი, სურსათზე ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ განაცხადთან დაკავშირებით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით განსაზღვრული მოთხოვნების თანახმად, დასკვნას წარუდგენს სააგენტოს.
6. სააგენტომ უნდა აცნობოს განმცხადებელს ავტორიზაციის პროცედურის განახლების თარიღის შესახებ. ავტორიზაციის პროცედურის განახლებასთან ერთად უნდა განახლდეს, ასევე მე-10 მუხლით განსაზღვრული პერიოდი.
7. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ განაცხადის შესახებ მონაცემთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, ამ წესის 24-ე მუხლით განსაზღვრული მონაცემთა დაცვის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ განაცხადის შესახებ მონაცემთა დაცვის პერიოდს.
8. განმცხადებელს შეუძლია ნებისმიერ დროს გააუქმოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ავტორიზაციის შეჩერების მოთხოვნა. ამ შემთხვევაში ავტორიზაციის პროცედურა განახლდება, ხოლო ამ მუხლის მე-7 პუნქტი აღარ იქნება გამოყენებულ