2. საკრებულო სხდომაზე რიგგარეშედ განიხილავს:

ა) საკითხს საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შესახებ;

ბ) თანამდებობის პირთათვის უნდობლობის (თანამდეობიდან გადაყენების) გამოცხადების საკითხს.

3. საკრებულოს წევრს უფლება აქვს მოითხოვოს განცხადების გაკეთება ისეთ საკითხზე, რომელიც არ შეეხება სხდომის დღის წესრიგს. ასეთი განცხადებისათვის საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს თითოეულ ფრაქციას დღის წესრიგის დამტკიცებამდე აძლევს ხუთწუთიან სიტყვას, ხოლო საკრებულოს იმ წევრს, რომელიც არ არის არცერთ ფრაქციაში გაერთიანებული, ეძლევა ორწუთიანი სიტყვა. კამათი ასეთი განცხადებების გამო შეიძლება გაიმართოს მხოლოდ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვის შემდეგ. საკრებულოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილეები სიტყვის უფლებით სარგებლობენ შეუზღუდავად.

4. საკრებულოს თავმჯდომარე სხდომას არ ხურავს დღის წესრიგით დამტკიცებული საკითხების ამოწურვამდე. თუ დღის წესრიგის საკითხების განხილვა ვერ მოესწრო საკრებულოს სხდომაზე, საკრებულო უფლებამოსილია გააგრძელოს სხდომა ან გამოაცხადოს იგი შეწყვეტილად, რის შემდეგაც საკრებულოს თავმჯდომარე აკეთებს განცხადებას სხდომის გაგრძელების თარიღისა და დროის შესახებ. საკრებულო აგრეთვე უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ განსაკუთრებულ შემთხვევებში მიიღოს გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომის ვადამდე დამთავრების ან შეწყვეტის შესახებ