2. საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება საკრებულოს სხდომის ჩატარების შესახებ სხდომის ადგილის, დროისა და დღის წესრიგის მითითებით, გამოეკვრება საჯარო გაცნობისთვის საკრებულოს შენობაში, სხდომის ჩატარებამდე ერთი კვირით ადრე ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას და განთავსდება საკრებულოს ოფიციალურ                       ვებგვერდზე, რაც ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ეცნობებთ საკრებულოს წევრებს.

3. საკრებულოს შეუძლია გამართოს გასვლითი სხდომები.

4. გადაუდებელი აუცილებლობისას, საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია ჩაატაროს სხდომა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაუცველად. ამ შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარე ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოაცხადოს სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე, რაც დაუყოვნებლივ ეცნობებათ საკრებულოს წევრებს.

5. საკრებულოს მიერ გადაუდებელი აუცილებლობისას სხდომის ჩატარების ან სხდომის დახურვის შემთხვევაში, საკრებულო ვალდებულია გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში განმარტოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი.

6. საკრებულოს წევრებს საკრებულოს მორიგი სხდომის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე მაინც უნდა ეცნობოთ სხდომის ჩატარების ადგილი, თარიღი, დაწყების დრო, დღის წესრიგი და მიეწოდოთ შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტები. აღნიშნულს ორგანიზებას უწევს და პასუხისმგებელია საკრებულოს აპარატ