2. საკრებულოს სხდომის დღის წესრიგთან დაკავშირებით საკრებულოს წევრს ეძლევა სამწუთიანი სიტყვა.

3. საკრებულოს მიმდინარე სხდომის დღის წესრიგში საკითხი არ შეიტანება მისი ბიუროზე რეგლამენტით დადგენილი წესით განხილვის გარეშე. თუ საკრებულოს წევრი მოითხოვს საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში საკითხის შეტანას, საკრებულო ხმათა უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას საკითხის წამყვანი კომისიის (კომისიების) უახლოეს სხდომაზე განხილვისა და რეგლამენტით საკითხის განხილვისათვის გათვალისწინებული შემდეგი პროცედურების გავლის თაობაზე.

4. სხდომაზე დამსწრე პირთა რაოდენობა, კვორუმი სხდომაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით, კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია, ასევე სხვა ინფორმაცია გამოისახება საკრებულოს სხდომათა დარბაზში დამონტაჟებულ სპეციალურ მონიტორზ