2. საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტს აგრეთვე საჭიროებს:
ა) გადაწყვეტილება საკრებულოს თავმჯდომარის არჩევისა და გადაყენების თაობაზე;
ბ) გადაწყვეტილება საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების არჩევისა და გადაყენების თაობაზე;
გ) გადაწყვეტილება საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის არჩევის და გადაყენების თაობაზე;
დ) გადაწყვეტილება ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების თაობაზე;
ე) თუ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან მერიის/გამგეობის თანამდებობის პირის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეწინააღმდეგება საკრებულოს ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ან/და საქართველოს კანონმდებლობას, საკრებულო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას მისი სასამართლოში გასაჩივრების შესახებ.
3. საკრებულო ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისებაზე ქ. თბილისის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ განკარგულებას იღებს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი