1. ბიულეტენების მეშვეობით ფარული კენჭისყრის გამართვისას, საკრებულოს აპარატი ამზადებს კენჭისყრის ადგილსა და ბიულეტენის ფორმას. ბიულეტენები ერთმანეთისაგან არ უნდა განსხვავდებოდეს.
2. ბიულეტენების შევსებისას საკრებულოს წევრი შემოხაზავს მისთვის სასურველი კანდიდატის სახელს და გვარს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესის დარღვევით შევსებული ბიულეტენი ბათილად ითვლება.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 26.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 19/07/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება