ა) ქ. თბილისის მერს;
ბ) საკრებულოს ფრაქციას;
გ) საკრებულოს კომისიას;
დ) საკრებულოს წევრს;
ე)ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 1 პროცენტს, შესაბამის პეტიციაზე ხელმოწერის გზით.
2. საკრებულოში ნორმატიულ-სამართლებრივი აქტის პროექტი შეიტანება წერილობითი ფორმით, საკრებულოს დადგენილების პროექტის სახით, ხოლო ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი საკრებულოს განკარგულების პროექტის სახით.
3. საკრებულოში შეტანილ ნორმატიულ-სამართლებრივი აქტის პროექტს თან უნდა დაერთოს:
ა) განმარტებითი ბარათი, რომელშიც აისახება ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) მიზეზი და მისი ძირითადი დამახასიათებელი ნიშნები, იმ შედეგების საფინანსო-ეკონომიკური გაანგარიშება, რასაც გამოიწვევს წარდგენილი პროექტის მიღება (გამოცემა). განმარტებით ბარათში უნდა აღინიშნოს აგრეთვე პროექტის ავტორი (ავტორები) და პროექტის წარმდგენი;
ბ) პროექტი სხვა ნორმატიულ აქტებში იმ ცვლილებებისა და/ან დამატებების შეტანის შესახებ, რასაც გამოიწვევს წარდგენილი პროექტის მიღება (გამოცემა).
4. კომისიის მიერ ინიცირების წესით წარდგენილ პროექტს უნდა დაერთოს კომისიის სხდომის ოქმი, რომელშიც მითითებულია მისი წარდგენის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება.
5. კანონით დადგენილი წესით შეტანილ პეტიციას რეგისტრაციაში ატარებს საკრებულოს აპარატი.
6. ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 1 პროცენტის ინიციატივით, საკრებულოს ნორმატიული აქტის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით, ქალაქ თბილისის ამომრჩეველთა მიერ იქმნება საინიციატივო ჯგუფი არანაკლებ სამი წევრის შემადგენლობით.
7. საინიციატივო ჯგუფი რეგისტრაციაში გატარების თაობაზე განცხადებით მიმართავს საკრებულოს თავმჯდომარეს. განცხადებას უნდა დაერთოს საკრებულოს ნორმატიული აქტის პროექტი და ჯგუფის წევრთა შემდეგი მონაცემები: სახელი, გვარი, დაბადების წელი, თვე და რიცხვი, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ნომერი, მისამართი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით და საკონტაქტო ტელეფონი.
8. საკრებულოს თავმჯდომარე განცხადების მიღებიდან ხუთი დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაში გატარების ან რეგისტრაციაში გატარებაზე უარის თქმის თაობაზე, რომელსაც წერილობით აცნობებს საინიციატივო ჯგუფს. რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველია ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების მოთხოვნათა დარღვევა.
9. საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს რეგისტრაციაში გატარებამდე გამოითხოვოს რეგისტრაციაში გატარების თაობაზე განცხადება.
10. საინიციატივო ჯგუფი რეგისტრაციაში გატარების დღიდან უფლებამოსილია დაიწყოს ნირმატიული აქტის მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვება.
11. ხელმოწერების შესაგროვებლად საკრებულოს თავმჯდომარის განკარგულებით დამტკიცებული ფორმის თითოეულ ფურცელს ხელს აწერს არა უმეტეს 25 ამომრჩევლისა. ხელმოწერების სისწორეზე პასუხისმგებელი პირი აღნიშნავს შემდეგ მონაცემებს: სახელს, გვარს, დაბადების წელს, თვესა და რიცხვს, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ნომერს, მისამართს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, საკონტაქტო ტელეფონს და ხელმოწერის თარიღს, რასაც ხელმოწერით ადასტურებს ამომრჩეველი. თითოეულ ასეთ გვერდს ხელმოწერით ადასტურებს საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, რომელიც პასუხისმგებელია ხელმოწერების სისწორეზე და პასუხს აგებს ხელმოწერების გაყალბებისათვის.
12. შევსებული ხელმოწერების ფურცლებსა და ნორმატიული აქტის პროექტს განმარტებით ბარათთან ერთად საინიციატივო ჯგუფი სარეგისტრაციო დოკუმენტის მიღებიდან 20 დღის ვადაში წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც ორი დღის ვადაში გადასცემს მათ იურიდიულ საკითხთა კომისიას. ნორმატიული აქტის პროექტი აგრეთვე გადაეცემა წამყვან კომისიას (კომისიებს).
13. იურიდიულ საკითხთა კომისია ხელმოწერების ფურცლების მიღებიდან 5 დღის ვადაში, შერჩევითი პრინციპის საფუძველზე, ამოწმებს ხელმოწერების შესაბამისობას ამ მუხლის მოთხოვნებთან და შედეგებს წარუდგენს საკრებულოს ბიუროს უახლოეს სხდომას. თუ დადგინდა, რომ ხელმოწერები შესრულებულია ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც ამ მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შესრულებულ ხელმოწერათა რაოდენობა აღმოჩნდა ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 1 პროცენტზე ნაკლები, იურიდიულ საკითხთა კომისიის უარყოფითი დასკვნის საფუძველზე ბიურო უარს ეუბნება საინიციატივო ჯგუფს ნორმატიული აქტის პროექტის საკრებულოს სხდომაზე განსახილველად წარდგენაზე. შესაბამისად, ნორმატიული აქტის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელება უარყოფილად ითვლება.
14. ბათილად მიიჩნევა ყველა ხელმოწერა, რომელიც:
ა) არ შეიცავს ამ მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილ მონაცემებს;
ბ) შესრულებულია ფურცელზე, რომელიც არ შეესაბამება დადგენილ ფორმას ან/და რომელიც ამ მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილი წესით არ არის დადასტურებული ან დამოწმებული;
გ) შესრულებულია მოტყუებით ან სხვა პირის მიერ, თუ ამას წერილობით დაადასტურებს ამომრჩეველი.
15. ამომრჩეველთა ხელმოწერების შესახებ იურიდიულ საკითხთა კომისიის დადებითი დასკვნა, წარმოდგენილი პროექტი, ამომრჩეველთა ხელმოწერები და ნორმატიული აქტის პროექტთან დაკავშირებით წამყვანი კომისიის (კომისიების) დასკვნა (დასკვნები) წარედგინება საკრებულოს ბიუროს, რომელსაც საკითხი შეაქვს საკრებულოს უახლოესი სხდომის დღის წესრიგში.
16. საკრებულო ვალდებულია პეტიციის წესით შეტანილი პროექტი რეგისტრაციიდან 1 თვის ვადაში განიხილოს საკრებულოს სხდომაზე.
17. პეტიციის წესით წარმოდგენილი ნორმატიული აქტის პროექტზე საკრებულოში მომხსენებლად გამოდის საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ან საინიციატივო ჯგუფის უფლებამოსილი წარმომადგენელი, ხოლო თანამომხსენებლად – წამყვანი კომისიის წარმომადგენელ