1. საკრებულოში სამართლებრივი აქტის ინიციირების (შეტანის) უფლება აქვს:
ა) საკრებულოს წევრს;
ბ) მუნიციპალიტეტის მერს;
გ) მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრებას;
დ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 1%-ს, პეტიციის წესით (საკრებულოს დადგენილების პროექტის).
2. საკრებულოში სამართლებრივი აქტის პროექტი შეიძლება ინიციირებულ იქნეს საკრებულოს წევრთა ჯგუფის, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის, საკრებულოს ფრაქციის, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის სახელით.
3. ინიციირება ხდება წერილობითი ფორმით, საკრებულოს დადგენილების (განკარგულების) პროექტის სახით.
4. საკრებულოში შეტანილ ნორმატიული აქტის პროექტს თან უნდა ერთვოდეს განმარტებითი ბარათი, რომელშიც აღინიშნება:
ა) ნორმატიული აქტის პროექტის მიღების (გამოცემის) მიზეზი, მისი დამახასიათებელი ძირითადი ნიშნები, ნორმატიული აქტის მიღების საჭიროების დასაბუთება;
ბ) მითითება საკრებულოს იმ ნორმატიულ აქტზე, რომელიც უნდა გამოცხადდეს ძალადაკარგულად ან რომელშიც უნდა შევიდეს ცვლილება (შესაბამისი მუხლის ან/და პუნქტის/ქვეპუნქტის მითითებით);
გ) იმ შედეგების საფინანსო-ეკონომიკური გაანგარიშება, რასაც გამოიწვევს ამ პროექტის მიღება;
დ) პროექტის მიღების სავარაუდო ვადა;
ე) შეთანხმების ფურცელი (მუნიციპალიტეტის რომელ ორგანოებთან ან თანამდებობის პირებთან არის შეთანხმებული);
ვ) პროექტის ავტორი (ავტორები) და საკრებულოს სხდომაზე დანიშნული მომხსენებელი.
5. საკრებულოს დადგენილების პროექტი მომზადებული უნდა იქნეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად. თუ პროექტი იწვევს საკრებულოს სხვა ნორმატიულ აქტებში ცვლილებების (დამატებების) შეტანას, მას უნდა დაერთოს შესატანი ცვლილებების (დამატებების) პროექტები და წარდგენილ იქნეს ერთიანი პაკეტის სახი