1. საკრებულომ ნორმატიული აქტის პროექტის განხილვა შეიძლება დაიწყოს მხოლოდ ამ რეგლამენტის მე-80 მუხლით დადგენილი პროცედურების გავლის შემდეგ. საკრებულოს შესაბამისი კომისიისა და მუნიციპალიტეტის მერიის დასკვნის მომზადებისა და საკრებულოში წარდგენის ვადას შესაბამის კომისიასთან, მუნიციპალიტეტის მერთან და პროექტის ავტორთან შეთანხმებით განსაზღვრავს საკრებულოს ბიურო.
2. პროექტის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება ხდება ამ რეგლამენტის 57-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
3. დებატების დამთავრების შემდეგ, კენჭისყრამდე საკრებულოს წევრს, საკრებულოს კომისიას ან საკრებულოს ფრაქციას შეუძლია დააყენოს საკითხი ნორმატიული აქტის პროექტის კომისიაში ხელახალი დაბრუნების ან სხვა კომისიისათვის გადაცემის შესახებ, შემთანხმებელი ჯგუფის შექმნის ან საკონსულტაციო შეხვედრის გამართვის შესახებ.
4. შემთანხმებელი ჯგუფი შეიძლება შეიქმნას კენჭისყრის დაწყებამდე ან პროექტზე მუხლობრივი კენჭისყრის დამთავრების შემდეგ საბოლოო კენჭისყრამდე. გადაწყვეტილება შემათანხმებელი ჯგუფის შექმნის შესახებ მიიღება საკრებულოს მიერ ღია კენჭისყრით ან საკრებულოს თავმჯდომარის წინადადებით კენჭისყრის გარეშე, თუ საკრებულოს არცერთი წევრი არ არის ამის წინააღმდეგი. შემთანხმებელი ჯგუფის შექმნის შემთხვევაში წარმოდგენილ პროექტზე კენჭისყრა გადაიდება საკრებულოს მიერ განსაზღვრული ვადით. შემთანხმებელ ჯგუფს, როგორც წესი, ხელმძღვანელობს საკრებულოს თავმჯდომარე ან მისი ერთ-ერთი მოადგილე.
5. შემთანხმებელი ჯგუფი საკრებულოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ამზადებს კომპრომისულ წინადადებებს, რომელსაც საკრებულო იხილავს შეზღუდული დებატების წესით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, პროექტს კენჭი ეყრება იმ სახით, როგორც იყო ინიციირებული, ხელახალი დებატების გამართვის გარეშე.
6. საკრებულოს მიერ პროექტის უარყოფის შემთხვევაში, მისი შემდგომი განხილვა შეიძლება დაიწყოს მხოლოდ სამი თვის შემდეგ.
7. უარყოფილი პროექტი სამ თვეზე ადრე შეიძლება განმეორებით იქნეს განსახილველად წარდგენილი საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით ამ რეგლამენტის 92-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ან თუ იგი არსებითად გადამუშავდა.
8. ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის შემდეგ, თუ მასში ცვლილებები არ იქნა შეტანილი, დაუყოვნებლივ ტარდება კენჭისყრა. პროექტში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში წინასწარი კენჭისყრა ტარდება შეტანილი ცვლილებების კომპერომისული ვარიანტის მიღების მიზნით.
9. კენჭისყრა უნდა ჩატარდეს ამ რეგლამენტის მე-XI თავით დადგენილი წესით.
10. ნორმატიული აქტის პროექტის შესახებ საკრებულოს გადაწყვეტილებები მიიღება ამ რეგლამენტის მე-8 მუხლის მე-3 - მე-9 პუნქტების შესაბამისად.
საკრებულოს სხდომაზე სპეციალურ საკითხთა განხილვის
განსაკუთრებული წე