1. საკითხს კენჭისყრაზე აყენებს სხდომის თავმჯდომარე. სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია ზუსტი და გასაგები ფორმულირებით დააყენოს კენჭისყრაზე საკითხი მისი ავტორის მიერ შემოთავაზებული ვარიანტით. საკრებულოს წევრს უფლება აქვს შენიშვნა გამოთქვას საკითხის ფორმულირების შესახებ და დააყენოს წინადადება მისი შეცვლის თაობაზე. საკრებულოს წევრის შენიშვნა გათვალისწინებული იქნება, თუ მას დაეთანხმა საკითხის ინიციატორი. წინააღმდეგ შემთხვევაში საკრებულოს წევრის ეს წინადადება ჩაითვლება ალტერნატიულ წინადადებად და იგი კენჭისყრაზე დაისმება რიგითობის დაცვით.
2. კენჭისყრის პროცედურის ჩატარების დროს სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს:
ა) ინიციირებული პროექტის არმიღების შემთხვევაში ალტერნატიული ვარიანტების ავტორებთან შეთანხმებით განსაზღვროს კენჭისყრაზე დასაყენებელ ალტერნატიულ საკითხთა რიგითობა. შეუთანხმებლობის შემთხვევაში ალტერნატიული ვარიანტები კენჭისყრაზე უნდა დადგეს მათი წარდგენის რიგითობის მიხედვით;
ბ) წარადგინოს კომპრომისული ფორმულირებები დასმული საკითხის კენჭისყრიდან მოუხსნელად. კომპრომისული ფორმულირება კენჭისყრაზე დადგება მხოლოდ შესაბამის ვარიანტების ავტორებთან შეთანხმებით, მათ მიერ შეთავაზებული ვარიანტების სანაცვლოდ და შესაბამისი რიგითობით. იმ შემთხვევაში თუ წარდგენილი წინადადებების ავტორები წინააღმდეგი არიან კომპრომისული ფორმულირების სანაცვლოდ მოხსნან თავიანთი წინადადება, კომპრომისული ფორმულირებით დასმული საკითხი კენჭისყრაზე შეიძლება დადგეს მხოლოდ როგორც ერთ-ერთი ალტერნატიული წინადადება. ასეთ შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარის მიერ დასმული წინადადება კენჭისყრაზე დგება ყველაზე ბოლოს.
გ) ჩაატაროს სარეიტინგო კენჭისყრა;
დ) თუ ინიციირებულმა და წარდგენილმა ვერცერთმა ალტერნატიულმა წინადადებამ ვერ მიიღო ხმების საკმარისი რაოდენობა, ხელმეორე კენჭისყრაზე დააყენოს ის ორი წინადადება, რომელმაც სხვებზე მეტი ხმა მიიღო. თუ კენჭისყრის შედეგად ხმები იმგვარად გადანაწილდა, რომ ვერცერთმა ვარიანტმა ვერ მიიღო საკმარისი რაოდენობა, სხდომის თავმჯდომარეს ერთპიროვნულად აქვს უფლება კენჭისყრაზე ხელმეორედ დააყენოს ის ორი ვარიანტი, რომელმაც ხმების უფრო მეტი რაოდენობა მიიღო;
ე) დღის წესრიგიდან საკითხის მოუხსნელად დააყენოს საკითხი შემთანხმებელი დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ. სხდომის თავმჯდომარემ ეს საკითხი შეიძლება დასვას კენჭისყრის პროცედურის დაწყებამდე, ასევე იმ შემთხვევაში, თუ ვერცერთმა ალტერნატიულმა წინადადებამ ვერ მიიღო ხმების საკმარისი რაოდენობა, აგრეთვე თუ ხელმეორედ დაისვა ის ორი ვარიანტი, რომელმაც ხმების უფრო მეტი რაოდენობა მიიღო, მაგრამ არცერთი ვარიანტი არ იქნა მიღებული. შემთანხმებელი დროებითი სამუშაო ჯგუფი იქმნება საკრებულოს გადაწყვეტილებით. თუ საკრებულომ უარი განაცხადა შემთანხმებელი დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე ან არ მიიღო არც ინიციირებული და არც ალტერნატიული ვარიანტები, საკითხი ითვლება უარყოფილად, იხსნება დღის წესრიგიდან და საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში ხელმეორედ შეიძლება შეტანილი იქნეს, როგორც წესი, მხოლოდ 3 თვის შემდეგ. გამონაკლისია შემთხვევა, თუ უარყოფილი საკითხი არსებითად გადამუშავდა, რაზეც არსებობს საკრებულოს შესაბამისი კომისიის დასკვნა, ასევე თუ ამ საკითხის განმეორებით განხილვას ითხოვს მუნიციპალიტეტის მერი აუცილებლობის მოტივით.
3. კენჭისყრის პროცედურის ჩატარების დროს საკრებულოს წევრს უფლება აქვს:
ა) უარი თქვას ნებისმიერი სახის კენჭისყრაში მონაწილეობაზე;
ბ) მოითხოვოს სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარება. თუ სხდომის თავმჯდომარე დაეთანხმა ამ წინადადებას, ტარდება სარეიტინგო კენჭისყრა მასზე მსჯელობის გარეშე. თუ სხდომის თავმჯდომარე არ დაეთანხმება საკრებულოს წევრის ამ წინადადებას, საკითხი მსჯელობის გარეშე წყდება საკრებულოს მიერ ღია კენჭისყრით.
გ) მოითხოვოს სახელობითი კენჭისყრის ჩატარება. მოთხოვნის შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარე ამ საკითხს დაუყოვნებლივ აყენებს კენჭისყრაზე და საკრებულო იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას ღია კენჭისყრით.
დ) თუ განხილულ საკითხზე ვერც ინიციირებულმა და ვერც ალტერნატიულმა წინადადებებმა ვერ მიიღო ხმების საკმარისი რაოდენობა, მოითხოვოს ხელმეორე კენჭისყრაზე იმ ორი წინადადების დაყენება, რომელმაც სხვებზე მეტი ხმა მიიღო. სხდომის თავმჯდომარე თუ დაეთანხმა ამ წინადადებას მასზე მსჯელობის გარეშე ტარდება ხელმეორე კენჭისყრა, წინააღმდეგ შემთხვევაში საკითხი მსჯელობის გარეშე წყდება საკრებულოს მიერ ღია კენჭისყრით.
ე) დღის წესრიგიდან საკითხის მოუხსნელად მოითხოვოს შემთანხმებელი დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნა.
4. საკრებულოს ფრაქციას კენჭისყრის პროცედურის დაწყებამდე უფლება აქვს მოითხოვოს რიგგარეშე შესვენება არაუმეტეს 10 წუთის ხანგრძლივობით. ფრაქციის ეს მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს. თუ საკრებულოს ერთმა ფრაქციამ მოითხოვა რიგგარეშე შესვენება, შესვენების დამთავრების შემდეგ სხვა ფრაქციას უფლება არა აქვს იგივე მოთხოვნა ხელახლა დააყენოს.
5. საკრებულოს ფრაქციას ან/და საკრებულოს კომისიას უფლება აქვს მოითხოვოს:
ა) კენჭისყრის პროცედურის გადადება;
ბ) საკითხის დამატებით შესასწავლად მისი შესაბამის კომისიაში დაბრუნება (დღის წესრიგიდან მოუხსნელად);
გ) საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნა და დღის წესრიგის მომდევნო საკითხზე გადასვლა. ამ მოთხოვნის დაყენების შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარემ პირველ რიგში კენჭისყრაზე უნდა დასვას ეს საკითხი. თუ საკრებულო დაეთანხმა ამ წინადადებას, საკითხი ითვლება უარყოფილა