1. საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია:
ა) ნორმატიული აქტი - საკრებულოს დადგენილება;
ბ) ინდივიდუალური აქტი - საკრებულოს განკარგულება.
2. ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების, გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის წესი განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №158 ბრძანებით და სხვა ნორმატიული აქტებით.
3. ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მომზადების, მიღების, გამოქვეყნებისა და მოქმედების წესი განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით და სხვა ნორმატიული აქტებით.
4. საკრებულოს სამართლებრივი აქტები სავალდებულოა შესასრულებლად მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ყველა საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირისათვის.
5. საკრებულოს ნორმატიულ აქტებზე სამართლებრივი ზედამხედველობა, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებულ/გამოცემულ ინდივიდუალურ აქტებზე დარგობრივი ზედამხედველობა ხორციელდება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-XVI თავით დადგენილი წესი