1. თუ საკრებულომ ვერ დაამტკიცა ვერც წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი და ვერც ალტერნატიული ვარიანტები, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით იქმნება შემთანხმებელი ჯგუფი საკრებულოს და მერიის თანამდებობის პირების მონაწილეობით.

2. ბიუჯეტის პროექტის შემთანხმებელი ჯგუფი საკრებულოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულ ვადაში ამზადებს ბიუჯეტის ახალ პროექტს, რომელსაც განიხილავს საკრებულო ამ რეგლამენტის 83-ე და 84-ე მუხლებით დადგენილი წესი