1. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკითხი გადაეცემა საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიას, რომელიც ვალდებულია საკრებულოს უახლოეს სხდომას წარუდგინოს შესაბამისი დასკვნა (წინადადება).

2. გადაწყვეტილება საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ მიიღება ცნობად კენჭისყრის გარეშე, გარდა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე" და „ვ“ ქვეპუნქტებით დადგენილი შემთხვევებისა. „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით დადგენილ შემთხვევებში გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი