1. მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის სახელით დადოს ან გააუქმოს შეთანხმებები ან/და ხელშეკრულებები, აგრეთვე ისეთი გარიგებები, რომელთა ღირებულება აღემატება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების 5%-ს, მხოლოდ საკრებულოს თანხმობით.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საკითხების ინიციატორი შეიძლება იყოს მხოლოდ  მუნიციპალიტეტის მერი.

3. საკრებულოს მიერ მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემა ხდება მხოლოდ კონკრეტული შეთანხმების, ხელშეკრულების თუ გარიგების დადებაზე (გაუქმებაზე).

4. საკრებულო განიხილავს შეთანხმების, ხელშეკრულების, გარიგების პროექტს და თავის გადაწყვეტილებით შეაქვს მასში შესაბამისი ცვლილებები. საკრებულო ასევე უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის მერს შეთანხმების, ხელშეკრულების თუ გარიგების დადებაზე თანხმობა მისცეს გარკვეული პირობებით. პირობების შეცვლის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის მერი  ვალდებულია ხელახლა ითხოვოს თანხმობა ამ შეთანხმების, ხელშეკრულების თუ გარიგების დადებაზე.

5. შეთანხმების, ხელშეკრულების თუ გარიგების დადების ან გაუქმების შესახებ თანხმობის მიცემაზე გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე საკრებულოს წევრთა ნახევარზე მეტით, მაგრამ არანაკლებ სიითი შემადგენლობის 1/3-ისა.

6. მუნიციპალიტეტის მერის მიერ შეთანხმების, ხელშეკრულების თუ გარიგების დადება და გაუქმება ხდება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესი