1. წინადადებები და ნორმატიული აქტის პროექტები პეტიციის წესით წარდგენილად ჩაითვლება და საკრებულოს სხდომაზე განიხილება, თუ ამ წინადადებას ან ნორმატიული აქტის პროექტს ხელს აწერს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1% და არსებობს საკრებულოს აპარატის დასკვნა ხელმოწერების შეგროვების კანონიერებისა და ხელმოწერების ნამდვილობის შესახებ.
2. პეტიციის წესით დაყენებულ საკითხებს საკრებულო სხდომაზე განიხილავს შემოტანიდან ერთი თვის ვადაში, თუ პეტიციით საკითხის განხილვის უფრო გვიანი ვადა არა არის მითითებული.
3. საკრებულოს აპარატი შემოტანილი საკითხის ინიციატორებს საკრებულოს სხდომის დღეს აცნობებს სხდომის ჩატარებამდე ერთი კვირით ადრე მაინც.
4. წინადადების ან ნორმატიული აქტის პროექტის წარმდგენ საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს გამოყოს არაუმეტეს 3 მომხსენებელი, რომლებიც სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობენ საკრებულოს და მისი ორგანოების სხდომებზე ამ საკითხის განხილვაშ