ა) საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით;
ბ) ქალაქ თბილისის მერის წინადადებით;
გ) საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის წერილობითი მოთხოვნით;
დ) საკრებულოს ფრაქციის წინადადებით;
ე) ქალაქ თბილისში რეგისტრირებული არანაკლებ 10 000 ამომრჩევლის მოთხოვნით.
2. რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნა (წინადადება) წერილობითი ფორმით გადაეცემა საკრებულოს თავმჯდომარეს. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს რიგგარეშე სხდომის მოწვევის აუცილებლობის დასაბუთებასა და სხდომის დღის წესრიგის პროექტს.
3. საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ მოთხოვნის (წინადადების) წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში საკრებულოს თავმჯდომარე იწვევს რიგგარეშე სხდომას. თუ საკრებულოს თავმჯდომარე ერთი კვირის ვადაში არ მოიწვევს რიგგარეშე სხდომას, საკრებულო უფლებამოსილია შეიკრიბოს.
4. საკრებულოს წევრთა ინფორმირებას საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი. რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სხდომას კანონმდებლობით დადგენილი წესით თავმჯდომარეობს საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ან ერთ-ერთი მოადგილე, ხოლო მათი არყოფნისას – სხდომაზე დამსწრე უხუცესი საკრებულოს წევრი.
5. საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე განიხილება მხოლოდ რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებ