2. საკრებულოს სხდომის დღის წესრიგთან დაკავშირებით საკრებულოს წევრს დღის წესრიგის დამტკიცებამდე ეძლევა სამწუთიანი სიტყვა.
3. დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ საკრებულოს წევრებს ეთმობათ 15 წუთი განცხადებებისათვის იმ საკითხზე, რომელიც დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხს არ უკავშირდება. აღნიშნული დრო სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით გამომსვლელთა რიგითობის შესაბამისად შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 15 წუთისა. ცალკეული საკრებულოს წევრის განცხადების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს და მისი გაზრდა დაუშვებელია. საკრებულოს წევრს უფლება აქვს განცხადებით გამოვიდეს მხოლოდ ერთხელ.
4. საკრებულოს თავმჯდომარე სხდომას არ ხურავს დღის წესრიგით დამტკიცებული საკითხების ამოწურვამდე. თუ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა ვერ მოესწრო ერთ სამუშაო დღეს, სხდომა გრძელდება მომდევნო სამუშაო დღეს ან საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დანიშნულ დღე