1. თბილისის მერისა და თბილისის მთავრობის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები შემუშავდება:
ა) თბილისის მერის ინიციატივით;
ბ) თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულის/ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის ინიციატივით;
გ) თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ინიციატივით;
დ) თბილისის საკრებულოს სამართლებრივი აქტის საფუძველზე;
ე) სამუშაო გეგმის საფუძველზე.
2. თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულის/ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები შემუშავდება:
ა) თბილისის მერის და/ან თბილისის მთავრობის დავალებით;
ბ) თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულის/ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის ინიციატივით;
გ) თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულის/ტერიტორიული ორგანოს სამუშაო გეგმის საფუძველზე.
3. თბილისის მერის, მერის მოადგილის და თბილისის მთავრობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების გაფორმებასა და გამოცემაზე პასუხისმგებელია თბილისის მერიის ადმინისტრაცია, ხოლო თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულის/ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაზე, გაფორმებასა და გამოცემაზე - შესაბამისი სტრუქტურული ერთეული/ტერიტორიული ორგანო.
4. თბილისის მერის, თბილისის მერის მოადგილეების, თბილისის მთავრობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი შეთანხმებული უნდა იყოს თბილისის მერიის იურიდიულ საქალაქო სამსახურთან, აგრეთვე თბილისის მერიის ყველა იმ სტრუქტურულ ერთეულთან, ტერიტორიულ ორგანოსთან ან/და ორგანიზაციასთან, რომელთა გამგებლობასაც განეკუთვნება პროექტით გათვალისწინებული საკითხები. პროექტის შემთანხმებელთა ჩამონათვალს განსაზღვრავს პროექტის წარმომდგენი.
5. თბილისის მერის, თბილისის მერის მოადგილეების, თბილისის მთავრობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტებზე პასუხისმგებელია პროექტის ინიციატორი, ასევე საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, თბილისის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ან ტერიტორიული ორგანო, ხოლო პროექტის რედაქციულ და სტილისტურ უზრუნველყოფაზე - თბილისის მერიის ადმინისტრაცია. თბილისის მერის, თბილისის მერის მოადგილეების, თბილისის მთავრობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტების შინაარსზე პასუხისმგებელია პროექტის ინიციატორი.
6. თბილისის მერის და თბილისის მერის მოადგილეების ხელმოწერილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გადაეცემა თბილისის მერიის ადმინისტრაციას, რომელიც უზრუნველყოფს მის სათანადოდ გაფორმებას (რეგისტრაციის ნომრისა და თარიღის მითითებით) და ხელმოწერილი დოკუმენტის ასლების დანიშნულებისამებრ გადაგზავნა