1. თბილისის მერიაში, საქართველოს კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად უზრუნველყოფილია:

ა) თბილისის მერიის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა;

ბ) მოქალაქეთა ინფორმირებულობა თბილისის მერიის საქმიანობის შესახებ;

გ) მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში;

დ) გაწეული საქმიანობის შესახებ მოქალაქეთა ინფორმირება.

2. საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის’’ შესაბამისად, თბილისის საკრებულოს მიერ დამტკიცებული წესით უზრუნველყოფილია საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება