1.  თბილისის მერი ყოველწლიური ანგარიშის, აგრეთვე ქალაქის საჭიროებების განხილვის მიზნით ატარებს საჯარო შეხვედრებს თბილისის მოსახლეობასთან.

2.  ინფორმაცია საჯარო შეხვედრის შესახებ უნდა გამოქვეყნდეს შეხვედრამდე სამი დღით ადრე მაინც.

3. თბილისის მერის მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრა შეიძლება ჩატარდეს როგორც უშუალო შეხვედრის, ასევე ინტერაქტიული (ტელევიზია, რადიო, ინტერნეტი) ფორმით.

4. საჯარო შეხვედრებზე მოსახლეობას უნდა მიეცეს საშუალება დასვას შეკითხვები და გააკეთოს შეფასებები.

5. საჯარო შეხვედრების ჩატარების ორგანიზებას უზრუნველყოფს თბილისის მერიის ადმინისტრაცია.

6. თბილისის მერის მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრებს, თბილისის მერის დავალებით, ასევე ესწრებიან თბილისის მერიის თანამდებობის პირები, რომლებიც უფლებამოსილნი არიან გასცენ პასუხები მოსახლეობის მიერ დასმულ შეკითხვებზ