1. გამგეობის სამართლებრივი აქტებია:
ა) ნორმატიული აქტები _ გამგებლის ბრძანება;
ბ) ინდივიდუალური აქტები: გამგებლის განკარგულება და გამგეობის დადგენილება.
2. სამართლებრივი აქტების მომზადების, მიღების, გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონით ,,ნორმატიული აქტების შესახებ", ,,საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ", ქალაქ თბილისის მერიის დებულებით, ,,ქალაქ თბილისის მთავრობის რეგლამენტით", ამ რეგლამენტითა და სხვა ნორმატიული აქტებით.
3. გამგებლის ბრძანება გამოიცემა გამგებლის მიერ გამგეობის წევრებთან კონსულტაციის შემდეგ, ხოლო განკარგულება გამოიცემა გამგებლის მიერ ერთპიროვნულად.
4. გამგეობის დადგენილება მიიღება გამგეობის სხდომაზე კენჭისყრის შედეგად, გამგეობის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. გამგეობის სხდომა უფლებამოსილია კენჭი უყაროს საკითხს, თუ სხდომას ესწრება გამგეობის წევრთა ნახევარზე მეტი, ხმების გაყოფის შემთხვევაში გამგებელს აქვს უპირატესი ხმის უფლება.
5. ნორმატიულ აქტს უნდა ჰქონდეს სათაური, მითითებული უნდა იყოს მიღების თარიღი და ადგილი, ძალაში შესვლის თარიღი და მოქმედების ვადა (თუ განსაზღვრული ვადითაა მითითებული), შესაბამისი თანამდებობის პირის ხელმოწერა, სარეგისტრაციო ნომერი