1. გამგებლისა და გამგეობის სამართლებრივი აქტები სრულდება შესაბამის ბლანკებზე.
2. გამგებლისა და გამგეობის სამართლებრივი აქტების სათაური უნდა იყოს მოკლე და შეესაბამებოდეს დოკუმენტის შინაარსს.
3. გამგებლისა და გამგეობის სამართლებრივ აქტებში მითითებულ უნდა იქნეს:
ა) შემსრულებელი სამსახურების, დაწესებულებების, ორგანიზაციების ზუსტი სახელწოდებები, მათი ხელმღვანელების გვარები;
ბ) შესრულების ვადები;
გ) მითითებები შესრულების კონტროლის თაობაზე;
დ) ის სამართლებრივი აქტი (აქტები), რომლის საფუძველზეც გამოიცემა (მიიღება) დოკუმენტი;
ე) მითითებები სხვა სამართლებრივი აქტების ან მათი ცალკეული პუნქტების ძალადაკარგულად ცნობის შესახებ, თუ ახალი დოკუმენტი გამორიცხავს (არ შეესაბამება) ადრე გამოცემულის (მიღებულის) მოქმედებას.
4. გამგებლისა და გამგეობის სამართლებრივი აქტი შეიცავს საკონსტიტუციო და საგანმკარგულებლო ნაწილებს. საკონსტიტუციო ნაწილში გადმოიცემა დოკუმენტის გამოცემის (მიღების) მოტივები, მიზნები და ამოცანები. დოკუმენტს შეიძლება არ გააჩნდეს საკონსტიტუციო ნაწილი. საგანმკარგულებლო ნაწილი იყოფა არაბული ციფრებით უწყვეტად დანომრილ პუნქტებად (საჭიროებისას, აგრეთვე ანბანურად დანომრილ ქვეპუნქტებად) და გამოიცემა ბრძანებითი ფორმით. საგანმკარგულებლო ნაწილი იწყება შესაბამისად სიტყვებით: „ვბრძანებ“ ან „რაიონის გამგეობა ადგენს“.
5. გამგებლისა და გამგეობის სამართლებრივ აქტებში სამართლებრივი აქტების აღნიშვნისას მიეთითება ასეთი აქტის მიღების (გამოცემის) თარიღი, აქტის ზუსტი და სრული სახელწოდება, მიმღები (გამომცემი) ორგანო.
6. გამგებლისა და გამგეობის სამართლებრივი აქტებით სხვა დოკუმენტების (დებულების, ინსტრუქციის, გეგმის, ფორმის, კოლეგიალური ორგანოს შემადგენლობის და სხვ.) დამტკიცების ან საგანმკარგულებლო დოკუმენტზე სხვა დოკუმენტების თანდართვისას, თანდართული დოკუმენტები დოკუმენტში აღინიშნება როგორც დანართები. დანართს უნდა ჰქონდეს მისი შინაარსის განმსაზღვრელი სათაური და მითითება საგანმკარგულებლო დოკუმენტის კუთვნილებაზე.
7. გამგებლისა და გამგეობის სამართლებრივ აქტებში დაუშვებელია ტერმინების შემოკლებული ფორმების გამოყენება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დოკუმენტის ტექსტში მითითებულია სათანადო აღნიშვნა ტერმინის შემოკლებული ფორმის შემდგომი გამოყენების თაობაზე