1. გამგეობის სხდომაზე განსახილველი საკითხები, როგორც წესი, წარმოდგენილ უნდა იქნეს გამგეობის დადგენილების პროექტის ფორმით, რომელსაც თან უნდა ახლდეს მოხსენებითი ბარათი საკითხის არსისა და შემოთავაზებული პროექტის მიღების აუცილებლობის დასაბუთებით.
2. აპარატს და საკითხის შემომტან პირს ეკისრებათ პერსონალური პასუხისმგებლობა გამგეობის სხდომაზე განსახილველად წარმოდგენილი პროექტის ხარისხის, თანდართული მასალების უტყუარობისა და სისრულისათვის.
3. მოხსენებითი ბარათი ხელმოწერილი უნდა იყოს, ხოლო დადგენილების პროექტი და მათი დანართები – ვიზირებული სამსახურების (განყოფილებების) იმ ხელმძღვანელთა მიერ, რომლებმაც წარმოადგინეს საკითხი განსახილველად. აგრეთვე, შეთანხმებულ უნდა იქნეს იმ სამსახურებთან (განყოფილებებთან), რომელთაც შეეხებათ (ევალებათ) ეს დადგენილება. ყველა ხელმოწერა უნდა იყოს გაშიფრული და დათარიღებული.
4. გამგეობის სხდომაზე განსახილველ პროექტებს თან უნდა ერთვოდეს აპარატის შესაბამისი განყოფილების ხელმძღვანელის მიერ დამოწმებული 1-1,5 გვერდიანი საინფორმაციო-ანალიზური ცნობა (ანოტაცია) და თავსართი საცნობარო ფურცელი (პასპორტი).
5. გამგეობის სხდომაზე განსახილველ საკითხთა პროექტები თანდართულ მასალებთან ერთად უნდა ჩაბარდეს აპარატის უფროსს სხდომამდე სულ ცოტა ერთი კვირით ადრე