1. გამგებლისა და გამგეობის სამართლებრივი აქტების პროექტს ამზადებს აპარატი ან რაიონის შესაბამისი ადგილობრივი სამსახური.
2. სამართლებრივი აქტების პროექტები გამგებელსა და გამგეობას წარედგინებათ შესაბამისად გამგებლისა და გამგეობის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამუშაო გეგმებით გათვალისწინებულ საკითხებზე.
3. გამგეობის სხდომაზე გამგეობის სამართლებრივი აქტების შეტანის მიზანშეწონილობა წინასწარ უნდა შეთანხმდეს გამგებელთან, რაც დასტურდება პროექტზე გამგებლის სათანადო ვიზით.
4. გამგებლისა და გამგეობის სამართლებრივი აქტების პროექტები უნდა შეთანხმდეს ყველა იმ ორგანიზაციასთან, სამსახურთან, დაწესებულებასთან, აგრეთვე თანამდებობის პირთან, რომელთა გამგებლობასაც განეკუთვნება პროექტით გათვალისწინებული საკითხები. პროექტის შემთანმხებელთა ჩამონათვალს განსაზღვრავს პროექტის წარმომდგენი (ინიციატორი).
5. გამგებლისა და გამგეობის სამართლებრივი აქტების პროექტების აპარატის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან შეთანხმების წესი განისაზღვრება აპარატის დებულებით.
6. გამგებლისა და გამგეობის სამართლებრივი აქტების პროექტს თან უნდა ერთვოდეს შეთანხმების ფურცელი. შეთანხმების ფურცელში აისახება პროექტის შემომტანი, პროექტის მომზადებისათვის პასუხისმგებელი პირი და მისი თანამდებობა, შემთანხმებელი პირები და თანამდებობები.
7. პროექტის შეთანხმების ვადა არ უნდა აღემატებოდეს სამ დღეს. შეთანხმების დასტური, შეუთანხმებლობა, აგრეთვე შეთანხმების ვადის დარღვევის ახსნა-განმარტება უნდა აისახოს შეთანხმების ფურცელში.
8. პროექტის მომზადებისათვის პასუხისმგებელი პირი გამგებლისა და გამგეობის სამართლებრივი აქტების პროექტებს შეთანხმების ფურცელთან და თანდართულ სხვა მასალებთან (წერილები, დასკვნები და სხვ.) ერთად წარუდგენს აპარატს, რომელიც ხუთ დღეში შეისწავლის პროექტის შინაარსს, მის შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან, შესრულების ხარისხს და უზრუნველყოფს შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებას
რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ
მუხლი 40. გამგებლისა და სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადების ორგანიზაცია
თავი III — გამგებლისა და გამგეობის სამართლებრივი აქტების მომზადებისა და გაფორმების წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 34. გამგეობის სხდომაზე განსახილველ საკითხთა ნუსხის მომზადება
- მუხლი 35. გამგეობის სხდომაზე განსახილველ საკითხთა მომზადება
- მუხლი 36. გამგეობის სხდომის მომზადებისა და გამართვის წესი
- მუხლი 37. გამგეობის სხდომები
- მუხლი 38. გამგებლისა და გამგეობის სამართლებრივი აქტები
- მუხლი 39. გამგებლისა და გამგეობის სამართლებრივი აქტების ინიციირება
- მუხლი 41. გამგებლისა და გამგეობის სამართლებრივი აქტების გაფორმება
- მუხლი 43. გამგებლისა და გამგეობის სამართლებრივი აქტების გამოცემა (მიღება)
- მუხლი 44. გამგებლისა და გამგეობის საგანმკარგულებლო დოკუმენტების ძალაში შესვლა
- მუხლი 46. თათბირების მომზადება და გამართვა
- მუხლი 47. გამგეობის ხელმძღვანელ მუშაკთა თათბირი
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 40. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/22588/muxli-40/