1. შემოსულ დოკუმენტებზე რაიონის ადგილობრივ სამსახურებს დავალებებს რეზოლუციის სახით აძლევს გამგებელი ან მისი პირველი მოადგილე.
2. რაიონის ადგილობრივი სამსახურების უფროსები რეზოლუციის სახით დოკუმენტის შესრულების დავალებებს აძლევენ მხოლოდ თავიანთი ქვედანაყოფების თანამშრომლებს.
3. გამგებლის დავალებათა პროექტებს ამზადებენ გამგებლის მოადგილეები.
4. დავალებას პროექტზე, თუ მასალა ორ ნაბეჭდ გვერდზე მეტია, უნდა დაერთოს მოკლე ანოტაცია.
5. დავალების პროექტი უნდა შეიცავდეს კონკრეტულ მითითებას სამსახურის (ქვედანაყოფის) უფროსზე, დავალების შინაარსი უნდა იყოს მოკლე და ზუსტად ასახავდეს დავალების არსს. მითითებული უნდა იყოს დავალების შესრულების ვადა. დავალების პროექტს უკეთდება ავტორების ვიზები.
6. დავალების ვიზირებული პროექტი გადაეცემა საინფორმაციო ცენტრს ან აპარატის უფროსს.
7. აპარატის უფროსის ან გამგებლის ხელმოწერილი დავალება შესაბამის დოკუმენტთან ერთად უბრუნდება საინფორმაციო ცენტრს რეგისტრაციისა და გაფორმებისათვის. თუ დავალება გაცემულია შემოსულ დოკუმენტებზე, მას დაესმება დოკუმენტის რეგისტრაციის ნომერი, თარიღად კი დავალებაზე ხელმოწერის დღე.
8. ადრესატებს ეგზავნებათ დავალებისა და შესაბამისი დოკუმენტების ასლები, დედანი ინახება აპარატის შესაბამის განყოფილებაში.
9. დავალების ასლი გადაეცემა იმ პირს, ვინც მოამზადა დავალების პროექტი, აგრეთვე იმ ორგანიზაციას (მოქალაქეს), ვის მომართვაზეც გაიცა დავალება.
10. საკონტროლო დავალებების ასლები ეგზავნება აპარატის უფროსს.
11. დავალებების და დოკუმენტების შესრულების კონტროლს ახორციელებენ აპარატის უფროსი, გამგებლის მოადგილეები და შესაბამისი ქვედანაყოფების უფროსები.
12. ქვედანაყოფის უფროსი პირადად განსაზღვრავს შემსრულებელ პირს და აკონტროლებს მიცემული დავალების შესრულების მიმდინარეობას.
13. თუ გამგებელის ან აპარატის უფროსის დავალება გაიცემა რამდენიმე ქვედანაყოფზე, შესრულების კოორდინაციას ახორციელებს ის პირი, ვინც დავალებაში პირველი წერია.
14. წინასწარი განხილვისა და გამგებლისთვის ან მისი მოადგილეებისთვის მოსახსენებლად გადაცემულ დოკუმენტებზე წინადადებების მომზადების ვადა განისაზღვრება 1-დან 3 დღემდე; თუ დავალება მოითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას – 10 დღემდე; სხვა დავალებათა შესრულების ვადა შესაბამისი ქვედანაყოფის უფროსთან შეთანხმებით განისაზღვრება საკითხის არსიდან გამომდინარე.
15. თუ დავალების შესრულების ვადის გაგრძელება აუცილებელია, ამის შესახებ ვადის გასვლამდე სულ ცოტა ერთი დღით ადრე უნდა მოხსენდეს აპარატის უფროსს ან უშუალოდ გამგებელს. ვადის გაგრძელება უნდა იქნეს დაფიქსირებული.
16. გამგეობის საინფორმაციო ცენტრის უფროსი ორ კვირაში ერთხელ ამზადებს წერილობით მოხსენებას აპარატის უფროსის სახელზე გამგეობის სამსახურების (ქვედანაყოფების) მიერ მიმდინარე დავალებათა შესრულების თაობაზე. აპარატის უფროსი გამგეობის ან გამგებლის მოთხოვნით ამზადებს სპეციალურ ანგარიშს სამსახურების (ქვედანაყოფების) საქმიანობის შესახებ
რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ
მუხლი 52. დავალებათა გაფორმება, დოკუმენტებისა და დავალებების შესრულების კონტროლი
კარი IV — გამგეობის საქმისწარმოების წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 46. თათბირების მომზადება და გამართვა
- მუხლი 47. გამგეობის ხელმძღვანელ მუშაკთა თათბირი
- მუხლი 48. გამგეობის სხდომების და თათბირების ოქმების გაფორმება
- მუხლი 49. რაიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამისა და ბიუჯეტის პროექტების, პროგრამისა და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის შედგენა და საკრებულოსათვის დასამტკიცებლად წარდგენა
- მუხლი 50. გამგეობის საქმისწარმოების ზოგადი წესი
- მუხლი 51. გამგეობაში შემოსული კორესპონდენციის მიღება, აღრიცხვა (რეგისტრაცია), განაწილება, დამუშავება და გადაგზავნა
- მუხლი 53. მოქალაქეთა წერილების განხილვა და მიღების ორგანიზაცია
- მუხლი 54. გამგეობის ბეჭდის და შტამპების გამოყენება
- მუხლი 55. რაიონის გამგებლების შესახებ
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 52. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/22588/muxli-52/