1. შემოსულ დოკუმენტებზე ქალაქის ადგილობრივ სამსახურებს დავალებებს რეზოლუციის სახით აძლევს მერი ან მისი პირველი მოადგილე.
2. ქალაქის ადგილობრივი სამსახურების უფროსები რეზოლუციის სახით დოკუმენტის შესასრულებლად დავალებებს აძლევენ მხოლოდ თავიანთი ქვედანაყოფების თანამშრომლებს.
3. მერის დავალებათა პროექტებს ამზადებენ მერის მოადგილეები.
4. დავალებას პროექტზე, თუ მასალა ორ ნაბეჭდ გვერდზე მეტია, უნდა დაერთოს მოკლე ანოტაცია.
5. დავალების პროექტი უნდა შეიცავდეს კონკრეტულ მითითებას სამსახურის (ქვედანაყოფის) უფროსზე, დავალების შინაარსი უნდა იყოს მოკლე და ზუსტად ასახავდეს დავალების არსს. მითითებული უნდა იყოს დავალების შესრულების ვადა. დავალების პროექტს უკეთდება ავტორების ვიზები.
6. დავალების ვიზირებული პროექტი გადაეცემა საინფორმაციო ცენტრს ან აპარატის უფროსს.
7. აპარატის უფროსის ან მერის ხელმოწერილი დავალება შესაბამის დოკუმენტთან ერთად უბრუნდება საინფორმაციო ცენტრს რეგისტრაციისა და გაფორმებისათვის. თუ დავალება გაცემულია შემოსულ დოკუმენტზე, მას დაესმება დოკუმენტის რეგისტრაციის ნომერი, თარიღად კი დავალებაზე ხელმოწერის დღე.
8. ადრესატებს ეგზავნებათ დავალებისა და შესაბამისი დოკუმენტების ასლები, დედანი ინახება აპარატში.
9. დავალების ასლი გადაეცემა იმ პირს, ვინც მოამზადა დავალების პროექტი, აგრეთვე იმ ორგანიზაციას (მოქალაქეს), ვის მომართვაზეც გაიცა დავალება.
10. საკონტროლო დავალებების ასლები ეგზავნება აპარატის უფროსს.
11. დავალებების და დოკუმენტების შესრულების კონტროლს ახორციელებენ აპარატის უფროსი, მერის მოადგილეები და შესაბამისი ქვედანაყოფების უფროსები.
12. ქვედანაყოფის უფროსი პირადად განსაზღვრავს შემსრულებელ პირს და აკონტროლებს მოცემული დავალების შესრულების მიმდინარეობას.
13. თუ მერის ან აპარატის უფროსის დავალება გაიცემა რამდენიმე ქვედანაყოფზე, შესრულების კოორდინაციას ახორციელებს ის პირი, ვინც დავალებაში პირველი წერია.
14. წინასწარი განხილვისა და მერისთვის ან მისი მოადგილეებისთვის მოსახსენებლად გადაცემულ დოკუმენტებზე წინადადებების მომზადების ვადა განისაზღვრება 1-დან 3 დღემდე; თუ დავალება მოითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას – 10 დღემდე; სხვა დავალებათა შესრულების ვადა შესაბამისი ქვედანაყოფის უფროსთან შეთანხმებით განისაზღვრება საკითხის არსიდან გამომდინარე.
15. თუ დავალების შესრულების ვადის გაგრძელება აუცილებელია, ამის შესახებ ვადის გასვლამდე სულ ცოტა ერთი დღით ადრე უნდა მოხსენდეს აპარატის უფროსს ან უშუალოდ მერს. ვადის გაგრძელება უნდა დაფიქსირდეს.
16. მერიის საინფორმაციო ცენტრის უფროსი ორ კვირაში ერთხელ ამზადებს წერილობით მოხსენებას აპარატის უფროსის სახელზე ადგილობრივი სამსახურების (ქვედანაყოფების) მიერ მიმდინარე დავალებათა შესრულების თაობაზე. აპარატის უფროსი, მერიის ან მერის მოთხოვნით, ამზადებს სპეციალურ ანგარიშს სამსახურების (ქვედანაყოფების) საქმიანობის შესახებ