1. მერის ბრძანებების, განკარგულებებისა და დავალებების პროექტები კონფიდენციალურია და აპარატის თანამშრომლებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა სამსახურებრივი დოკუმენტების მოვლისა და მათში ასახული ინფორმაციის დაცვისათვის.
2. დოკუმენტის დაკარგვის თაობაზე თანამშრომლებმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს. ასეთ შემთხვევაში ტარდება სამსახურებრივი მოკვლევა.
3. დოკუმენტის ან მისი ასლის გადაცემა სხვა ორგანიზაციისათვის შეიძლება მხოლოდ ქვედანაყოფის უფროსის ნებართვით.
4. მერიაში შემოსული დოკუმენტების გაცნობა და მათზე მუშაობა ხდება სამსახურებრივ შენობაში.
5. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის სამსახურებრივი ინფორმაციის გადაცემა ხდება აპარატის საინფორმაციო ცენტრის მეშვეობით.
6. შვებულების, მივლინების ან ავადმყოფობის შემთხვევაში თანამშრომელი მასზე რიცხულ დოკუმენტებს ქვედანაყოფის უფროსის მითითებით გადასცემს სხვა თანამშრომელს. სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში კი ყველა დოკუმენტს აბარებს ქვედანაყოფის უფროსს.
7. აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში საქმისწარმოების წესის დაცვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ ქვედანაყოფის უფროსებს. მათ მოვალეობაში შედის უზრუნველყონ:
ა) ქვედანაყოფში შემოსული და ადგილებზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვა მერიის საინფორმაციო ცენტრში;
ბ) ქვედანაყოფის საქმეთა ნომენკლატურის შედგენა;
გ) საქმისწარმოებისათვის საჭირო მასალებით ქვედანაყოფის თანამშრომელთა მომარაგება;
დ) ქვედანაყოფიდან გასული ინფორმაციის გადაგზავნა მერიის საინფორმაციო ცენტრში;
ე) ქვედანაყოფის თანამშრომელთათვის საქმისწარმოების შინაგანაწესის გაცნობა.
8. მერიაში საქმისწარმოების სისტემის ორგანიზაცია, ქვედანაყოფებში დოკუმენტებზე მუშაობის წესის დაცვის ზედამხედველობა, საინფორმაციო, მეთოდური და ტექნიკური მომსახურება და მერიის სტრუქტურულ ქვედანაყოფთა საინფორმაციო ბანკის შექმნა ხორციელდება აპარატის მეშვეობით. საქმისწარმოების სისტემის ორგანიზაციისათვის პასუხისმგებელია აპარატის უფროსი