„მმართველობის ადგილობრივი ორგანოების (რაიონების, ქალაქების) გამგეობათა თავმჯდომარეების დანიშვნის დროებითი წესის შესახებ“ საქართველოს 1992 წლის 24 დეკემბრის კანონის საფუძველზე დანიშნულ რაიონების გამგეობის თავმჯდომარეებს, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, გორისა და გორის რაიონის და ზუგდიდისა და ზუგდიდის რაიონის მერებს „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად ეწოდოთ რაიონების გამგებლები და განახორციელონ „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და ამ დებულებით დადგენილი რაიონის გამგებლის უფლებამოსილებანი