თავი III — ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლებები და ვალდებულებები საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ სფეროში
ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უფლება აქვთ:
ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დროულად მიიღონ სრული და ობიექტური ინფორმაცია საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე;
ბ) საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებს, ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების უმაღლეს აღმასრულებელ ორგანოებს ან ამ კანონით განსაზღვრულ სხვა დაწესებულებებს მიმართონ წინადადებებით საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ სფეროსთვის მიკუთვნებულ საკითხებზე;
გ) ხელი შეუწყონ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვის, აღდგენისა და შენარჩუნების სახელმწიფო და რეგიო
ნული პროგრამების განხორციელებას;
დ) მონაწილეობა მიიღონ საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ სფეროს მიკუთვნებულ საკითხთა განხილვაში;
ე) დადგენილი წესით მოითხოვონ იმ ობიექტების განთავსების, დაპროექტების, მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან ექსპლუატაციის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებათა შეცვლა, რომელთა განთავსებამ, დაპროექტებამ, მშენებლობამ, რეკონსტრუქციამ ან ექსპლუატაციამ შეიძლება მავნე ზეგავლენა მოახდინოს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობებზე.
საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5293 - ვებგვერდი, 08.12.2011წ.
საქართველოს 2020 წლის
15 ივლისის
კანონი №6904
- ვებგვერდი,28
.07
.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 24.11.2011-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 24.11.2011 კანონი №5293
წინა რედაქცია (01.07.2003 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 8. ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლებები საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ სფეროში ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უფლება აქვთ: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დროულად მიიღონ სრული და ობიექტური ინფორმაცია საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე; ბ) საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებს, ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების უმაღლეს აღმასრულებელ ორგანოებს ა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს ან ამ კანონით განსაზღვრულ სხვა დაწესებულებებს მიმართონ წინადადებებით საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ სფეროსთვის მიკუთვნებულ საკითხებზე; გ) ხელი შეუწყონ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვის, აღდგენისა და შენარჩუნების სახელმწიფო და რეგიო ნული პროგრამების განხორციელებას; დ) მონაწილეობა მიიღონ საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ სფეროს მიკუთვნებულ საკითხთა განხილვაში; ე) დადგენილი წესით მოითხოვონ იმ ობიექტების განთავსების, დაპროექტების, მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან ექსპლუატაციის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებათა შეცვლა, რომელთა განთავსებამ, დაპროექტებამ, მშენებლობამ, რეკონსტრუქციამ ან ექსპლუატაციამ შეიძლება მავნე ზეგავლენა მოახდინოს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობებზე. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6904 - ვებგვერდი, 28 .07 .2020