ა) მწვანე ნარგავების ტრანსპორტირებისას (გადაზიდვისას) დამზადებული მწვანე ნარგავების ადგილწარმოშობის ცნობის შევსება ხდება თითოეულ სატრანსპორტო საშუალებაზე გადაზიდვაზე პასუხისმგებელ , დაინტერესებულ პირზე.
ბ) დამზადებული მწვანე ნარგავების მიღება-ჩაბარების დოკუმენტი ივსება ორ ეგზემპლარად, დოკუმენტის ხელმოწერით დამოწმების შემდეგ ერთი ეგზემპლარი რჩება დოკუმენტის დამოწმებაზე უფლებამოსილ მართვის ორგანოს, ხოლო მეორე ეგზემპლარი გადაეცემა დაინტერესებულ პირს (გადამზიდავს).
გ) დაუშვებელია დოკუმენტის შევსებულ ფორმაში რაიმე შესწორების შეტანა. შეცდომის დაშვების შემთხვევაში გაფუჭებული ფორმის ჩაბარება მოხდება მის გამცემ ორგანოში.
დ) დოკუმენტის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში, დაინტერესებული პირის წერილობითი მიმართვის შემდეგ, მართვის ორგანოს მიერ დოკუმენტი გაიცემა თავიდან.
ე) დოკუმენტის ფორმა ივსება ქართულ ენაზ