1. სპეციალური ჭრა ხორციელდება სპეციალური მიზნების განხორციელების პროექტის ან სხვა ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრულ ტერიტორიაზე სრულად ან ეტაპობრივად, მოსაჭრელი ხეების ერთეულად მონიშვნით.
2. სპეციალური ჭრის განხორციელებისას მოსაჭრელი ხეების მონიშვნა და სპეციალურ ჭრა ხორციელდება დაინტერესებული მხარის (მართის ორგანოს თანხმობის საფუძველზე) ან/და მართის ორგანოს მიერ.
3. სპეციალური ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსი სახეობების მიხედვით, საწყობდება მართის ორგანოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და მისი გადაცემა ხდება სპეციალური ჭრის განხორციელების უფლების მქონე პირსა და მართის ორგანოს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების დოკუმენტიზთ. მერქნული რესურსის მოცულობა დგინდება ფაქტიურად გამოზიდული მოცულობის შესაბამისად.
4. სპეციალური ჭრის დროს შესაძლებელია განხორციელდეს ხეების ფორმირება ან/და გადაბელვ