1.მწვანე ნარგავების მიღება-ჩაბარების დოკუმენტი/ადგილწარმოშობის ცნობა (დანართი №4) გაიცემა დამზადებული მწვანე ნარგავების გადაზიდვის მიზნით:

ა) მწვანე ნარგავების ტრანსპორტირებისას (გადაზიდვისას) დამზადებული მწვანე ნარგავების მიღება-ჩაბარების დოკუმენტის შევსება ხდება თითოეულ სატრანსპორტო საშუალებაზე ან გადამზიდავ დაინტერესებულ პირზე;

ბ) დამზადებული მწვანე ნარგავების მიღება-ჩაბარების დოკუმენტი ივსება ორ ეგზემპლარად, დოკუმენტის დამოწმების შემდეგ ერთი ეგზემპლარი რჩება დოკუმენტის დამოწმებაზე უფლებამოსილ მართვის ორგანოს, ხოლო მეორე ეგზემპლარი გადაეცემა დაინტერესებულ პირს (გადამზიდავს);

გ) დაუშვებელია დოკუმენტის შევსებულ ფორმაში რაიმე შესწორების შეტანა. შეცდომის დაშვების შემთხვევაში გაფუჭებული ფორმის ჩაბარება მოხდება მის გამცემ ორგანოში;

დ) დოკუმენტის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში, დაინტერესებული პირის წერილობითი მიმართვის შემდეგ, მართვის ორგანოს მიერ დოკუმენტი გაიცემა თავიდან;

ე) დოკუმენტის ფორმა ივსება ქართულ ენაზ