1. სასამართლო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულების გარდა საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებისა, უარი შეიძლება ერთ-ერთ შემთხვევაში:

1.1. თუ ხელშეკრულების მონაწილე გადაწყვეტილების გამომტანი მხარის ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად ეს გადაწყვეტილება არ შესულა კანონიერ ძალაში და არ ექვემდებარება აღსრულებას.

1.2. თუ ხელშეკრულების მონაწილე იმ მახრის ეროვნული კანონმდებლობის თანახმად, რომელსაც წარედგინება შუამდგომლობა გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების თაობაზე, საქმე განეკუთვნება ხელშეკრულების მონაწილე შემსრულებელი მხარის სასამართლოს განსაკუთრებულ კომპეტენციას;

1.3. თუ მხარეს, რომელიც არ მონაწილეობდა პროცესში, გადაწყვეტილების გამომტანი მხარის ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, ან ბარდა უწყება სასამართლოში გამოცხადების ანდა მისი არაქმედუნარიანობის შემთხვევაში არ მონაწილეობდა მისი შესაბამისი წარმომადგენელი;

1.4. თუ იმავე სამართლებრივ დავაზე მხარეებს შორის ხელშეკრულების მონაწილე შემსრულებელი მხარის სასამართლოს მიერ უკვე გამოტანილია კანონიერ ძალაში შერეული გადაწყვეტილება ანდა იგი იმყოფება წარმოებაში, ანდა უკვე მოხდა ამავე საქმეზე მესამე სახელმწიფოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ცნობა.

2. საარბიტრაჟო გადაწყვტილებების ცნობაზე უარი შეიძლება, თუ:

2.1. ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კანონმდებლობით, სადაც უნდა მოხდეს აღსრულება, ასეთი საქმე არ შეიძლება იყოს საარბიტრაჟო განხილვის საგანი;

2.2. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილია დავაზე, რომელიც არ არის გათვალისწინებული ან არ შეესაბამება საარბიტრაჟო შეთანხმებით ან ხელშეკრულების საარბიტრაჟო დათქმით გათვალისწინებულ პირობებს;

2.3. საარბიტრაჟო სასამართლოს შემადგენლობა არ შეესაბამება მხარეთა შეთანხმებას ან ხელშეკრულების საარბიტრაჟო დათქმას, ან არ შეესაბამებოდა იმ სახელმწიფოს კანონს, სადაც ადგილი ჰქონდა არბიტრაჟს;

2.4. მხარეებს სათანადო წესით არ ეცნობათ არბიტრის ან საარბიტრაჟო განხილვის დანიშვნის შესახებ.

თავი III

სამართლებრივი დახმარება სისხლის სამართლის საქმეებ